სუდანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - სუდანის კონფლიქტი შეიძლება უფრო გართულდეს, ვიდრე ეს სირიასა და ლიბიაში იყო
სუდანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - სუდანის კონფლიქტი შეიძლება უფრო გართულდეს, ვიდრე ეს სირიასა და ლიბიაში იყო

სუდანის კონფლიქტი შეიძლება უფრო გართულდეს, ვიდრე ეს სირიასა და ლიბიაში იყო, – ამის შესახებ სუდანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აბდალა ჰამდოკმა განაცხადა.

სუდანის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ეს არ არის ომი ჯარსა და მცირე აჯანყებულ დაჯგუფებას შორის, ეს არის ომი კარგად გაწვრთნილ და კარგად შეიარაღებულ ორ არმიას შორის.

აბდალა ჰამდოკის განცხადებით, სუდანის კონფლიქტის გართულება მსოფლიოსთვის კოშმარი გახდება.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა ისმის. დასავლური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიას და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე 411 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ხართუმის ზოგიერთი უბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ შეირაღებული პირები საცხოვრებელ სახლებს არბევენ.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, სამხედროების ჩათვლით, დაპირისპირების შედეგად 528 ადამიანი დაიღუპა, 4 500-ზე მეტი კი დაშავდა.