სუდანის მთავრობასა და აჯანყებულ დაჯგუფებებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა
სუდანის მთავრობასა და აჯანყებულ დაჯგუფებებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

სუდანის მთავრობასა და აჯანყებულ დაჯგუფებებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიზნადაც ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება სახელდება.

სუდანში აცხადებენ, რომ შეთანხმების საბოლოო მიზანია, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება ყველა შეიარაღებულ ჯგუფთან გაფორმდეს.

11 წევრისგან დაკომპლექტებული სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს თქმით, კონფლიქტის დასრულება მთავარი პრიორიტეტია.

ხელშეკრულების მიხედვით, მოხდება აჯანყებულების ჩართვა უშიშროების ძალებში, პოლიტიკურ საკითხებსა და ეკონომიკაში. ახლად შექმნილი ფონდის კი, მომდევნო ათი წლის განმავლობაში 750 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა ქვეყნის სამხრეთით და დასავლეთით დაზარალებული რეგიონების აღდგენა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნება მოხდეს.

„როიტერი“ წერს, რომ სუდანში უკვე რამდენიმე ათწლეულია, შიდა კონფლიქტები არ წყდება. მას შემდეგ, რაც 2011 წელს ნავთობით მდიდარი სამხრეთ სუდანი ქვეყანას გამოეყო, სუდანში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად, 2019 წელს პრეზიდენტი ომარ ჰასან ალ-ბაშირის გადააყენეს. სუდანში მიმდინარე შიდა დაპირისპირების გამო მილიონობით ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია, ხოლო ასიათასობით ადამიანი დაიღუპა.