სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების განაწილების შეთანხმებას მიაღწიეს
სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების განაწილების შეთანხმებას მიაღწიეს

სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების განაწილების შეთანხმებას მიაღწიეს.

„ბიბისის“ (BBC) ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სუდანის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მოჰამედ ჰამდან დაგალომ შეთანხმებას ქვეყნისთვის „ისტორიული მომენტი“ უწოდა.

შეთანხმება საბოლოო ჯამში ქვეყანაში სამოქალაქო ადმინისტრაციას უზრუნველყოფს. ომარ ალ-ბაშირის გადადგომის შემდეგ, სუდანის სამხედრო საბჭომ ძალაუფლება მიმდინარე წლის აპრილში მოიპოვა.