სუდანის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობა დადო

07:53, 04.06.2019

სუდანის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელმა აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა ცხრა თვის განმავლობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობა დადო.

მისი თქმით, ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას გაუწევს ორგანიზებას. ალ-ბუჰრანის განცხადებით, არჩევნები საერთაშორიო დამკვირვებლების მონიტორინგით ჩატარდება. სუდანის გარდამავალი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარდა, ალ-ბურჰანმა პირობა დადო, რომ ხართუმში დემონსტრანტების ბანაკზე თავდასხმის გამოძიება ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით, სუდანის დედაქალაქში საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად გარდაცვლილია 35 ადამიანი. მოქალაქეები 11 აპრილს მომხდარი გადატრიალების შედეგად დაწესებული, დროებითი სამხედრო მმართველობის დასრულებასა და სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას მოითხოვდნენ, რა დროსაც მათ უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.

მსგავსი