სუდანის დედაქალაქში აქციების დარბევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა
სუდანის დედაქალაქში აქციების დარბევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

სუდანის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დარბევის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

ოპოზიციურმა ძალებმა, უარი თქვეს გარდამავალი სამხედრო საბჭოს შეთავაზებაზე, წლის ბოლოსთვის გამართულიყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

თავდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები სამხედრო მმართველობას აპროტესტებდნენ, როდესაც შეიარაღებულმა ძალებმა მათ დასარბევად ცეცხლი გახსნეს.

სამხედრო მმართველობა ქვეყანაში 11 აპრილის გადატრიალების შედეგად დამყარდა.