სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი - ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, საქართველოში პირადად ჩამომებრძანებინა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები
სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი - ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, საქართველოში პირადად ჩამომებრძანებინა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, საქართველოში პირადად ჩამომებრძანებინა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა აღნიშნა, ძალიან ახარებს, ინდოეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, მედიის წარმომადგენლებო. ძალიან მახარებს, რომ აქ ვარ დღეს, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. თუმცა, საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი, რომ მუდმივ მფლობელობაში გადმოსცემოდა საქართველოს, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში. ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოსცემოდა საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია და პრივილეგიაა, პირადად ჩამომებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი და სულმოუთმენლად ველოდები, რომ დღეს ცერემონია გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში, ოფიციალურად გადმოეცემა ქვეყანას მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი. შეხვედრაზე, ასევე საქართველოს კათოლიკოსსაც ვიხილავ“, – განაცხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.