სუარესს „იუვენტუსში“ გადასვლის პრესპექტივა გაუჩნდა
სუარესს „იუვენტუსში“ გადასვლის პრესპექტივა გაუჩნდა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კლუბი მზად არის 33 წლის ურუგვაელთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

თავად სუარესი იმედოვნებს „ბარსელონასგან“ 25 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის მიღებას კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში. ურუგვაელის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუარესი არ შედის „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის გეგმებში.

ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, რასაც რვა შედეგიანი გადაცემა დაუმატა.