სუარესი სრულად გამოჯანმრთელდა და განახლების შემდეგ პირველ მატჩში ითამაშებს
სუარესი სრულად გამოჯანმრთელდა და განახლების შემდეგ პირველ მატჩში ითამაშებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ.

ექიმებმა ნება დართეს 33 წლის ურუგვაელს – მონაწილეობა მიიღოს სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩში, რომელიც 13 ივნისს „მალიორკას” წინააღმდეგ შედგება.

იანვარში სუარესმა მენისკზე ოპერაცია გადაიტანა და მაშინ მისთვის სეზონი დასრულებულად გამოაცხადდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული პაუზის წყალობით, ლუისმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ლა ლიგას დასკვნით ნაწილში დაეხმარება „ბარსელონას“.

ამ სეზონში სუარესმა 23 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება.