სუარესი და ჰეონ-მინ სონი წლის გოლის პრემიაზე არიან წარდგენილნი (ვიდეო)
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ფერენც პუშკაშის სახელობის პრემიის ნომინანტები დაასახელა. ეს პრიზი გადაეცემა წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს.
კანდიდატებს შორის მოხვდნენ:
– კოსტა რიკას ნაკრების ნახევარმცველი შირლი კრუზი (ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი, პანამას წინააღმდეგ)
– „ფლამენგოს“ ნახევარმცველი ჯორჯიან დე არასკაეტა (ბრაზილიის ჩემპიონატი, „სეარას“ წინააღმდეგ)
– „დანდალკის“ ნახევარმცველი ჯორდან ფლორესი (ირლანდიის ჩემპიონატი, „შემროკის“ წინააღმდეგ)
– „ტიგრესის“ ფორვარდი პიერ-ანდრე ჟინიაკი (მექსიკის ჩემპიონატი, „პუმასის“ წინააღმდეგ)
– „ჩელსის“ ნახევარმცველი სოფი ინგლი (ქალთა პრემიერლიგა, „არსენალის“ წინააღმდეგ)
– „ზალცბურგის“ ნახევარმცველი ზლატკო იუნუზოვიჩი (ავსტრიის ჩემპიონატი, „რაპიდის“ წინააღმდეგ)
– „მამელოდი სანდაუნზის“ ნახევარმცველი ჰლომფო კეკანა (სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი, „ქეიფთაუნ სიტის“ წინააღმდეგ)
– „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი (პრემიერლიგა, „ბარნლის” წინააღმდეგ)
– „მაკარას“ მცველი ლეონელ კინიონესი (ეკვადორის ჩემპიონატი, „უნივერსიდად კატოლიკას“ წინააღმდეგ)
– „ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი (ესპანეთის ჩემპიონატი, „მალიორკას“ წინააღმდეგ)
– „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი კეროლაინ ვეირი (ქალთა პრემიერლიგა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ).
პუშკაშის პრემია ფიფამ 2009 წლის 20 ოქტომბერს დააარსა და ის გადაეცემა წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორს.
დაჯილდოვების ცერემონია 17 დეკემბერს ციურიხში გაიმართება.