სუამის საპარლამენტო ასამბლეა დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე კომუნიკეს გამოაქვეყნებს
სუამის საპარლამენტო ასამბლეა დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე კომუნიკეს გამოაქვეყნებს

სუამის საპარლამენტო ასამბლეა დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე კომუნიკეს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ სუამის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტს დღეს ოფიციალურად მოეწერება ხელი.

მისი განმარტებით, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება და უფრო მეტ ძალისხმევას გაწევენ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც ოთხივე ქვეყნის რეალური პრობლემაა.

„20 წელი შესრულდა, რაც სუამის ორგანიზაციაში საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა არიან გაწევრიანებულები. წელს საქართველოს თავმჯდომარეობის წელია და სწორედ ამიტომ მასპინძლობს ქვეყანა  მეათე საპარლამენტო სესიას.

17 დეკემბერს გვქონდა აღნიშნული სესიის ბიუროს სხდომა და კომიტეტის მუშაობის განხილვა. ჩავიბარეთ მოხსენებები იმის მიხედით, რა მუშაობა შედგა წლის განმავლობაში და შეჯამდა საბოლოო შედეგები.

აქვე განვიხილეთ კომუნიკე, რომელსაც 18 დეკემბერს, ოფიციალურ სესიაზე ოთხივე დელეგაციის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს“, – განაცხადა გიორგი მოსიძემ.