სტუდენტი სალომე ასათიანი - ირაკლი კობახიძის ლექციაზე რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც ვერავინ იცნო, ლექციაზე ერთი წამოხტა, შეურაცხყოფა დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა, მივაბრძანეთ აუდიტორიიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ასათიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, ლექციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ მისული.

„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა, მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა.

ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით, როგორც ჩანს და ყველაზე საინტერესო – როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგი მუმლაძე, „ნაცების“ კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.

რას უხდიან ან რას ჰპირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ, უნდა გენახათ“, – წერს სალომე ასათიანი.