სტუდენტებს, რომლებმაც ფასდაკლების პროგრამის შეფერხების გამო რკინიგზის ბილეთების ფასი სრულად გადაიხადეს, საშეღავათო თანხა დაუბრუნდებათ
სტუდენტებს, რომლებმაც ფასდაკლების პროგრამის შეფერხების გამო რკინიგზის ბილეთების ფასი სრულად გადაიხადეს, საშეღავათო თანხა დაუბრუნდებათ

სტუდენტებს, რომლებსაც ბოლო ორი დღის განმავლობაში სტუდენტური ფასდაკლების პროგრამის შეფერხების გამო ბილეთის მთლიანი ღირებულების გადახდა მოუწიათ, საშეღავათო თანხა სრულად დაუბრუნდებათ.

ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

​კომოპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სერვისს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეფერხება შეექმნა.

​როგორც მოგეხსენებათ, სს „საქართველოს რკინიგზა“ მონაწილეობს სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, თუმცა ჩვენი კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, აღნიშნულ სერვისს შეექმნა შეფერხება.

ხარვეზი უახლოეს საათებში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პერიოდში მოუწიათ ბილეთის მთლიანი ღირებულების გადახდა სრულად აუნაზღაურდებათ საშეღავათო თანხა (ბილეთის ღირებულების 50%-ი).

ამისათვის გთხოვთ, წერილობით მიმართოთ საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანას, წარმოადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და შეძენილი ბილეთის ასლი.

კომპანია GOEURO -ს მონაცემებით, საქართველოს რკინიგზა სარკინიგზო მომსახურების სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზაობას შევქმნათ კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისები. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუდმივადაა ჩართული სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში და მომავალშიც აპირებს ხსენებული ინიციატივის ფინანსურ მხარდაჭერას“,- აღნიშნულია განცხადებაში.