სტუდენტებს მობილობის განაცხადის წარსადგენად ვადა 21 აგვისტომდე აქვთ

13:15, 12.08.2019

სტუდენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლისთვის რეგისტრაციის ვადა 21 აგვისტომდე აქვთ.

როგორც საქართველოს საქართველოს პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების თანახმად, მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისს დაიწყო და 21 აგვისტოს 18.00 სთ-ზე დასრულდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე students.emis.ge

მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. მობილობის შედეგები საიტზე 26 აგვისტოს აისახება, 27-დან სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის მასლები.

სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლოა დადგენილი ჰქონდეთ ჩარიცხვის გარკვეული წინაპირობები.

მსგავსი