სტუდენტებმა სამების ტაძრამდე მსვლელობა გამართეს, ახალგაზრდები პატრიარქმა დალოცა [ფოტო]
სტუდენტებმა სამების ტაძრამდე მსვლელობა გამართეს, ახალგაზრდები პატრიარქმა დალოცა [ფოტო]

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გამართეს.

მსვლელობა „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

სამების ტაძარში შეკრებილი სტუდენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის ცოდვების შენდობისკენ მოუწოდა.

სტუდენტები სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილით, შენდობის დღეს ანუ მიტევების კვირას შეიკრიბნენ.