სტუდენტებმა, რომლებიც მედიცინის პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან აუდიტორიებში, უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ პისიარის უარყოფითი პასუხი და ​კოვიდის გადატანის შესახებ ცნობა

სტუდენტებმა, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან აუდიტორიებში, უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, კვირაში ერთხელ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა „კოვიდის“ გადატანის შესახებ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გარდა ამისა, სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ, წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში „კოვიდის“ გადატანის შესახებ“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები.

დატოვე კომენტარი