სტუდენტებმა კუთვნილი სტიპენდიების ჩარიცხვის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს
სტუდენტებმა კუთვნილი სტიპენდიების ჩარიცხვის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა სტიპენდიების ჩარიცხვის მოთხოვნით, მარჯანიშვილის მეტროდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომდე მსვლელობა მოაწყვეს.

სტუდენტები განათლების სამინისტროსგან კუთვნილი სტიპენდიების აღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ილიას უნივერსიტეტში სემესტრული სტიპენდიები ერთი თვეა, ხოლო თსუ-ში 2 კვირის განმავლობაში არ აუღიათ.

აქციაში მონაწილე სტუდენტების ინფორმაციით, სტიპენდიები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების 2000 სტუდენტს არ მიუღია.

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტიპენდიების გაცემის დაგვიანება სტუდენტთა სიების დაზუსტებას უკავშირდებოდა. მათი ინფორმაციით, სიები დაზუსტებულია და ყველა უმაღლეს სასწავლებლებს თანხები გადაერიცხა. შესაბამისად, სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტები სტიპენდიების გაცემას ხვალიდან შეძლებენ.