სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი – პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის, დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული

21:24, 09.02.2026

პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო და რაც უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული.

„იქნება საინჟინრო პროფილის უნივერსიტეტი, ხოლო ჰუმანიტარულები გადავა შესაბამის უნივერსიტეტში“, – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

მსგავსი