სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა

14:51, 01.02.2025

მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა.

დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილების მიხედვით, ცვლილება გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში.

მსგავსი