„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ვაშაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე მისი ტესტირების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. როგორც თავად აცხადებს, ბოლო კონტაქტი თაკო ჩარკვიანთან მას 12 დღის წინ ჰქონდა.

„დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში, ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ძირითადად ისანში ვარ და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც „პისიარ“, ასევე ანტისხეულებზე ტესტი. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე თვითიზოლაციაში ვიქნები. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან.

იმედი მაქვს, ტესტების  საკმარისის მარაგი იქნება, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.