„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შარლ მიშელს მიმართავენ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შარლ მიშელს მიმართავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართეს.

ახალგაზრდული ფრთის წევრები, შარლ მიშელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართულობას სთხოვენ.

როგორც ისინი ამბობენ, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე უარი თქვა.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდები, აქტიურად ვართ ჩართულნი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. გვინდა გვქონდეს ქვეყანა სადაც ახალგაზრდებს აქვთ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანა სადაც ჩვენი მშობლები არ მიდიან საზღვრებს მიღმა სამუშაოს საძიებლად და ქვეყანა, სადაც მოხუცებს აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები.

ასეთ საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ. ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ყველა იმ სირთულის გადაჭრის გზა, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

„ქართული ოცნების“ განცხადების შემდეგ ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და ის, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, რაც ჩვენ გვართმევს უამრავ შესაძლებლობას და გვწირავს უიმედო მომავლისთვის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ამირან ნატრიაშვილმა.

დატოვე კომენტარი