„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ ეზოში მომხრეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ ეზოში მომხრეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

პოლიტიკურმა მოძრაობამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ ეზოში მომხრეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს გაერთიანების ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ასევე თაკო ჩარკვიანმა და თეონა აქუბარდიამ.

გიორგი ვაშაძემ ისაუბრა მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

„ყველა რეგიონში, როგორც მთელ ქვეყანაში, უმძიმესი გაჭირვება, საშინელი კრიმინალი და ნიჰილიზმია. სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ „დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ რვა წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება არ შეასრულა! ახლა, დადგა დრო, დავიწყოთ აღმშენებლობა და აღმშენებლობის სტრატეგია მოვიყვანოთ მოქმედებაში“,- ასე მიმართა მხარდამჭერებს გიორგი ვაშაძემ.