„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

როგორც წარდგენისას გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საარჩევნო სიაში მოხვდნენ როგორც ნაცნობი, ასევე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის აღმშენებლობაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნება, მეორე ნომრად კი, თაკო ჩარკვიანი დასახელდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველ ოცეულში არიან: გიორგი ვაშაძე; თაკო ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია; ბესო ბარქაია; სერგო ჩიხლაძე; დავით ცეკვავა; თეონა ჭალიძე; ლევან ჭიჭინაძე; გიორგი თევდორაძე; გიორგი ცობეხია; ნანა ტოხვაძე; თამთა შამათავა; დავით თოფურია; მანანა ჯებაშვილი; ანა კობახიძე; ლაშა დიაროვი; თამილა ჯაფარიძე; გიორგი ხაბურზანია; ედნარ მგელაძე.