„სტრატეგია აღმაშენებელმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა. მან ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო პროგრამა, სტრატეგია და გეგმები გააცნო.

ვაშაძემ მხარდამჭერებს ასევე წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის შემადგენლობა.

სიის სათავეშია ბექა დიასამიძე, რომელიც პარალელურად არის უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მთიანი აჭარის საარჩევნო ოლქში კი, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის გიზო გორგილაძე იბრძოლებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძოლებენ: ბექა დიასამიძე, ზურაბ მახარაძე, ბადრი მუმლაძე, რუსუდან ფუტკარაძე, გიზო გორგილაძე, ელზა დავითაძე, ავთანდილ ქარცივაძე, ასლან ქამადაძე, დავით ბერიძე, ჯონი საგინაძე.