„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია ნათქვამი.

დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

„ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!“, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.