„სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს და სამედიცინო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს და სამედიცინო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს

სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად. ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე აცახდებს, რომ გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ ყველა პირს მიეცემა კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაენიშნება პენსია.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება” კობახიძის ნოუ ჰაუთი ცდილობს გაართულოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის იმპლემენტაცია. მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მთავარი მიზანი იყო, დაგვეხურა პოლიტიკური მიზნით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის 20 ივნისის მოვლენების გამოყენება. ინიციატივით გამოვდივართ, რომ სპეციალური კანონი შეიქმნას, რომლითაც ყველა დაზარალებულს მიეცემა კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაენიშნება პენსია და სახელმწიფო მათი ცხოვრების განმავლობაში აიღებს სრულ ვალდებულებას, რომ მათი ჯანმრთელობის, სამედიცინო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს. ვინც ფიზიკური დაზიანება მიიღო, კომპენსაცია ყველამ უნდა მიიღოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი