სტრასბურგში თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთმა სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა
საფრანგეთმა სტრასბურგში მომხდარი სროლის შემდეგ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.
სტრასბურგში სროლა გვიან საღამოს საშობაო ბაზრობაზე მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი მოკლა და 12 დაჭრა.
თავდამსხმელი სტრასბურგში დაბადებული 29 წლის მამაკაცია, რომელიც წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო აქამდე ცნობილი იყო უსაფრთხოების სამსახურებისთვის. დევნის ოპერაციის დროს თავდამსხმელმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და მიმალვა შეძლო.