კრისტოფ კასტანერი - ზოგიერთი სამკურნალოდ ჩამოდის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა
კრისტოფ კასტანერი - ზოგიერთი სამკურნალოდ ჩამოდის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა

საქართველო ევროპელი და ფრანგი საზოგადოების მხრიდან აღიქმება საიმედო მიმართულებად, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან, ერთგვარი ანომალიაა და ამ მიმართულებით შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.

„საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოხდეს ამ ადამიანებს დაბრუნება თავიანთ სამშობლოში. ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის სამკურნალოდ საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. ამიერიდან უშუალოდ ისინი იქნებიან მიღებული, ვისაც რეალურად სჭირდება ამ თვალსაზრისით საფრანგეთის დახმარება და თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიეების განხილვა ამ ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

მისი თქმით, ის მოხარულია, ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინრეობს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ არაკანონიერ ემიგრაციას. ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ჩვენს შორის ურთიერთგაცვლა, მათ შორის თანამშრომლობის საკითხზე“, – განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.

მისი თქმით, ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ურთიერთობები მეტად უნდა გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს.