სტრასბურგში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემა Amaq – მა, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქყვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.
განცხადებაში საუბარია, რომ თავდამსხმელი ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო .
პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი გუშინ მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.