სტრასბურგში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
სტრასბურგში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

სტრასბურგში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება  „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.

ინტერნეტგამოცემა Amaq – მა, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული, ტერორისტების განცხადება გამოაქყვეყნა, თუმცა არანაირი მტკიცებულება თავდასხმასთან კავშირის შესახებ მოყვანილი არ არის.

განცხადებაში საუბარია, რომ თავდამსხმელი ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო .

პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი გუშინ მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.