სტრასბურგში, მარცვლეულის საცავში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
სტრასბურგში, მარცვლეულის საცავში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

სტრასბურგში, მარცვლეულის საცავში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 09:20 საათზე მოხდა.

ინციდენტის დროს მარცვლეულის საცავში 11 ადამიანი იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

საცავში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 2500 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე.