სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება

22-26 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება.

დაგეგმილია ავსტრიისა და სომხეთის პრეზიდენტების, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მიწვეულ სტუმრებს შორისაა დანიის პრინცესაც. პლენარული სესიით გათვალისწინებულ მთავარ თემებს შორის არის უკრაინის ომის ჰუმანიტარული შედეგები. დაგეგმილია ამ თემაზე დებატების გამართვა. სესიაზე იმსჯელებენ ბოსნია-ჰერცეგოვინას მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე პრეზიდენტს და ადამიანის უფლებათა კომისარს აირჩევს.