სტრასბურგში დღეს საიუბილეო, 450-ე საშობაო ბაზრობა გაიხსნება  
სტრასბურგში დღეს საიუბილეო, 450-ე საშობაო ბაზრობა გაიხსნება  

სტრასბურგში დღეს საიუბილეო, 450-ე საშობაო ბაზრობა გაიხსნება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული.

2018 წელს სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ტერაქტის შედეგად მაშინ ხუთი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.

წელს საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოებას 500 სამართალდამცველი დაიცავს.

საშობაო ბაზრობის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან ერთი მილიონი მთლიანად უსაფრთხოებას მოხმარდება.