„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან ალბათ არასწორი იქნება“
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან ალბათ არასწორი იქნება“

სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან ალბათ არასწორი იქნება, – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, სტრასბურგის სასაამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ლომჯარია დარწმუნებულია, რომ ომბუდსმენის აპარატი უკვე სწავლობს აღნიშნულ საქმეს და დასკვნას მას შემდეგ გაასაჯაროებს, რაც გადაწყვეტილებას სრულად შეისწავლის.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო და საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთ მუხლთან მიმართებით ადგენს დარღვევას. სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან ალბათ არასწორი იქნება. დარწმუნებული ვარ, თავად ომბუდსმენის ოფისი სწავლობდა ამ საქმეს და ექნებათ მასალები. იქნება შესაბამისი დასკვნა. ეს არის მგრძნობიარე თემა პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ომბუდსმენის ოფისსს უნდა ჰქონდეს ძალიან დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.