„სტრასბურგის“ მეხუთე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე, დიქსონი კვლავ გამორჩეულია
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, ჯგუფური ეტაპის მე-7-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
სტრასბურგმა“ საკუთარ დარბაზში, ერთერთ უშუალო კონკურენტს, თურქულ „ბანვიტს“ უმასპინძლა და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, ანგარიშით 87-72.
ფრანგული კლუბის რიგებში, კვლავ გამორჩეული იყო, მაიკლ დიქსონი. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, 17 წუთში: 14 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა გააკეთა. მაიკლმა, მთელი თამაშის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ტყორცნა გააფუჭა.მის ანგარიშზე, 3 დან 3 ორქულიანი, 3 დან 2 სამქულიანი და 2 დან 2 ზუსტი საჯარიმო ტყორცნა დაფიქსირდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „სტრასბურგმა“ 5 მოგებით და 1 მარცხით, საკუთარ ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ვინსენ კოლეს გუნდი, მომდევნო შეხვედრას, 12 დეკემბერს, ლიუბლიანას „ოლიმპიას“ წინააღმდეგ გამართავს