„სტრასბურგის“ გამარჯვება. დიქსონი კვლავ საუკეთესოა

11:20, 20.11.2017

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, მორიგი მატჩი მოიგო „სტრასბურგმა“. ამ წარმატებაში, უდიდესი წვლილი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა შეიტანა. ამერიკელი უკანახაზელი, ლიონის „ვილერბანთან“ მოგებულ შეხვედრაში, გამორჩეული გახლდათ. დიქსონმა, 21 წუთში: 17 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა გააკეთა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით,(23) მაიკლი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მასპინძლებმა, მეტოქე 82-76 დაამარცხეს. ეს გამარჯვება, ვინსენ კოლეს გუნდისთვის, ზედიზედ მესამე გამორდგა. „სტრასბურგი“ 10 ტურის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატში, მე-5-ე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას, აუტსაიდერი „ბულაზაკის წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს

მსგავსი