„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია“
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია“

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე სათავისოდ განმარტავს, სიმართლე კი შუაშია, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, თუმცა სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის.

„კონკრეტულად, გადაწყვეტილებაში  აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზანი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდანე ეს გამოყენებულ იქნა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად. ეს არ არის ის მიგნება სასამართლოს მხრიდან, რომლის პირობებში ხელისუფლებამ შეიძლება თავი დაიმშვიდოს, რომ არაფერი მომხდარა. ძალიან ცუდია ამ მუხლის დარღვევა. გამოძიების განახლებას რა შედეგი შეიძლება პრაქტიკაში მოყვეს, ვერ გეტყვით, რადგან თავის დროზე უნდა გამოეძიებინათ ეს ამბავი, მაგრამ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების დაკნინება ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ადგილი აქვს ორივე მხრიდან, ვფიქრობ,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.