მედიის ცნობით, სტოქჰოლმის პოლიციამ ისრაელის საელჩოსთან თორის დაწვის აქციის ნებართვა გასცა
მედიის ცნობით, სტოქჰოლმის პოლიციამ ისრაელის საელჩოსთან თორის დაწვის აქციის ნებართვა გასცა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის პოლიციამ ისრაელის საელჩოსთან თორის დაწვის აქციის ნებართვა გასცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტოკჰოლმის პოლიციაში აქციის ჩატარებაზე განცხადება 50 წლის ქალმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არის „გამოვლინება შვედეთში ბავშვთა უფლებების დასაცავად, რომლებიც სისტემატურად ირღვევა“.

სტოკჰოლმის პოლიციის ნებართვაში ნათქვამია, რომ აქციაში ოთხი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ, გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ღონისძიების უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს.

„ჩვენ დიალოგი გვაქვს ორგანიზატორთან და სხვა მხარეებთან, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ, მაგალითად, ისრაელის საელჩო“, – განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის წარმომადგენელმა, მატს ერიქსონმა.

სამართალდამცავები რელიგიური წიგნების დაწვის აქციაზე კიდევ სამ განცხადებას განიხილავენ, თუმცა მათზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ერთ-ერთი მათგანის ორგანიზატორმა, რომელიც ბიბლიის დაწვას გეგმავდა, უკვე განუცხადა ადგილობრივ მედიას, რომ აქციის გამართვა გადაიფიქრა.