StopCoV ფონდში უკვე 21 მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული
StopCoV ფონდში უკვე 21 მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული

2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: Bolero & Co (შპს კ და ქართული სპირტი), 200 ათასი ლარი ევორდ ჰოლდინგი * AWARD Holding, 100 ათასი ლარი ნობლექსი, 50 ათასი ლარი სადაზღვევო კომპანია პრაიმი, 20 ათასი ლარი ტიფლის პიაცა, 20 ათასი ლარი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“, 20 ათასი ლარი ბიპი ტრეიდი, 15 ათასი ლარი საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი შპს „ულტრა“, 10 ათასი ლარი ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო, 5 ათასი ლარი შპს “რეალექსპერტი“, 5 ათასი ლარი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს  კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund.