StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარი არის მობილიზებული
StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარი არის მობილიზებული

27 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.

StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა – „სილქნეტი“ – 1 მლნ ლარი; კომპანია „ფერი“ – 300 ათასი ლარი; სამშენებლო კომპანია „ანაგი“ – 300 ათასი ლარი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – 300 ათასი ლარი; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – 300 ათასი ლარი; „დარიალი ენერჯი“ – 200 ათასი ლარი; „ვითიბი ბანკი“ – 200 ათასი ლარი; “ბოლერო ედნ კომფანი“-100 ათასი ლარი; მსოფლიო საოჯახო კონგრესი, ლევან ვასაძე – 100 ათასი ლარი; შავი ზღვის ტერმინალი – 100 ათასი ლარი; „ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია“ – 100 ათასი ლარი; „ჯინო ჰოლდინგი“ – 150 ათასი ლარი; „რეალთი ავლაბარი“ – 50 ათასი ლარი; „სოლარი“ – 50 ათასი ლარი; „თბილღვინო“ – 50 ათასი ლარი; სუპერმარკეტების ქსელი „უნივერსამი“ – 50 ათასი ლარი; „მოდუსი“ – 50 ათასი ლარი; DAR BUILDING, 50 ათასი ლარი; საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – 50 ათასი ლარი; ავეჯის კომპანია „ტაო“ – 30 ათასი ლარი; „ნიუროუდი“ – 30 ათასი ლარი; Prime Marine – 30 ათასი ლარი; „ჯი თი ემ გრუპი“ – 20 ათასი ლარი; „ელიტ ელეკტრონიკსი“ – 20 ათასი ლარი; საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება – 20 ათასი ლარი; „ლილო-მოლი“ – 20 ათასი ლარი; „სინენსის“ – 20 ათასი ლარი; კომპანია „ტკბილი ქვეყანა“ – 20 ათასი ლარი; „აქვა-ტერრა“ – 20 ათასი ლარი; საკონდიტრო „მადარტი“ – 15 ათასი ლარი; „ვი თი ჯგუფი“ – 15 ათასი ლარი; აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალი -10 ათასი ლარი; „როუდკონსტრაქშენი“ – 10 ათასი ლარი; „ევროკომ ინვესტმენრ ჯორჯია“ – 10 ათასი ლარი; შპს „იდეა მელიქიშვილი“ -10 ათასი ლარი; შპს „ენჯი და კომპანია“- 10 ათასი ლარი; მედიკალ „საპორტ ენდ ტექნოლოჯი“ – 10 ათასი ლარი; კომპანია „ბორანი“ -10 ათასი ლარი; „ლუტეცია“ – 10 ათასი ლარი; შპს „ნილ“ -10 ათასი ლარი; „მაგისტილი“ -10 ათასი ლარი; „ნიუქონსტრაქშენი“ – 5 ათასი ლარი; „სპექტრი“ – 5 ათასი ლარი; „კოლხური სახლი“ – 2 ათას 500 ლარი; „სოფთლაინ საქართველო“ – ათას 500 ლარი; „დრიმლენდი“ – ათასი ლარი; მედიკო ბიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი – ალექსისი – ათასი ლარი; „გიმედი“ – ათასი ლარი.

ამასთან, ფონდში თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია.

დატოვე კომენტარი