StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული
StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

16 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, „კოვიდ-19“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში აცხადებენ, რომ შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: „ხალიკ ბანკი“ – 50 ათასი ლარი, „საბუდარა“ – 20 ათასი ლარი, „ლ.ვ. სტანდარტ ჯგუფი საქართველო“ – 10 ათასი ლარი, „გეზ მოტორსი“ (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ) – 10 ათასი ლარი, Steel International Trading Company – 15 ათასი ლარი, მარაბდა-კარწახის რკინიგზა – 26 ათასი ლარი, „რვალი“ – ორი ათასი ლარი.

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ: სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია.

დატოვე კომენტარი