StopCoV ფონდში 128 500 000 ლარია მობილიზებული
StopCoV ფონდში 128 500 000 ლარია მობილიზებული

15 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში აცხადებენ, რომ შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: სასწავლო უნივერსიტეტი, „გეომედი“, 30 ათასი ლარი; „იბეროილი“, 30 ათასი ლარი; „ლილო მოლი“, 20 ათასი ლარი; შპს „გოფრატარა“, 10 ათასი ლარი; არქიტექტურა და სამშენებლო კორპორაცია-ასკო, 10 ათასი ლარი; რესტორნების ქსელი „კახელები“, ჭიჭიკო გოლეთიანი, 5 ათასი ლარი; „პაგი ჯგუფი“, 5 ათასი ლარი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.