StopCoV ფონდში 125 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული
StopCoV ფონდში 125 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

10 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 125 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ – 100 მლნ ლარი, მაგთიკომი – სამი მლნ ლარი, სილქნეტი – ერთი მლნ ლარი, კავკასუს ონლაინი – ერთი მლნ ლარი, „არ ემ ჯი“ – ერთი მლნ ლარი, ირაკლი გილაური – ერთი მლნ ლარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – ერთი მლნ ლარი, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია – ერთი მლნ ლარი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – 500 ათასი ლარი, ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი – 100 ათასი ლარი, შპს „აკა“ – 50 ათასი ლარი, ჯეორჯიან პროდაქტსი, – 50 ათასი ლარი, სოდი ინვესტმენტი – 20 ათასი ლარი, MCTM MOBILE COMMUNICATIONS TRADE UNION – 18 ათას 500 ლარი, ბლექ სი არენას თანამშრომლები – 13 ათასი ლარი, მილენიუმ ჰაუსი – 10 ათასი ლარი, ჰილს დეველოპმენტი – 10 ათასი ლარი, კომუნიკომი (Motorola Solutions პლატინიუმის პარტნიორი კომპანია საქართველოში) – ხუთი ათასი ლარი, გეოპლანტი * გურიელი – 5 ათასი ლარი, კარტლის აგროსისტემები – ხუთი ათასი ლარი, იმუნიზაციის ცენტრი – სამი ათასი ლარი, გლობალ ტანდარტმშენი – ათასი ლარი

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund.