სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ლაურეატებისადმი მიძღვნილი ბანკეტი გაიმართა
სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ლაურეატებისადმი მიძღვნილი ბანკეტი გაიმართა

სტოკჰოლმში ნობელის პრემიის წლევანდელი გამარჯვებულებისადმი მიძღვნილი ბანკეტი გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი პრემიის ლაურეატებმა ისაუბრეს, რას ნიშნავს მათთვის ეს ჯილდო.

სტოკჰოლმში გამართულ ბანკეტს ათასზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყო შვედეთის სამეფო ოჯახიც. მეფე კარლ გუსტავმა კი დამსწრეებს ალფრედ ნობელის სადღეგრძელო შესთავაზა, რომლის სახელის მატარებელიც არის ეს ჯილდო.

ნობელის პრემია გამარჯვებულებს, ტრადიციულად, 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გადაეცათ.

კვირას ოსლოში ასობით ადამიანმა ჩირაღდნებით ხელში მსვლელობა მოაწყო ანტიბირთვული კამპანია ICAN-ის პატივსაცემად. წელს კამპანია ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. ICAN საკუთარ თავს 100 სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას უწოდებს. მას საფუძველი ავსტრალიაში ჩაეყარა.