სტოკჰოლმში, მეტროსთან აფეთქება მოხდა
სტოკჰოლმში, მეტროსთან აფეთქება მოხდა

სტოკჰოლმში, მეტროსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. წინასწარი ცნობებით, შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი ვარბიუს მეტროსადგურთან, ჰუდინგის რაიონში მოხდა. მამაკაცმა მეტროსთან უცნობი ნივთი იპოვა, რომელიც მას ხელში აუფეთქდა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ვრცელდება ცნობა, რომ აფეთქების დროს ადგილზე კიდევ ერთ მოქალაქე, 45 წლის ქალი იმყოფებოდა. სხვადასხვა ცნობებით, ის ასევე ჰოსპიტალში გადაიყვანეს