სტოკჰოლმში აფეთქება მოხდა
სტოკჰოლმში აფეთქება მოხდა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაზიანდა შენობების ფასადები და ავტომობილები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.

პოლიციის ცნობით, ინციდენტი ვინცას რაიონში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა.