სტოიჩკოვმა ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთან გუნდის პრობლემები განიხილა #1TVSPORT
ხრისტო სტოიჩკოვი და ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი დიმიტარ დიმიტროვ-ჰერო ბურგასში შეხვდნენ და ეროვნული ნაკრების მომავალი განიხილეს – ინფორმაციას გამოცემა Topsport-ი ავრცელებს.
აღნიშნული შეხვედრა სტოიჩკოვის სახელობის ბავშვთა ტურნირზე შედგა. დიმიტროვ-ჰერო ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, ილია ილიევის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.
ის 1998-1999 წლებში ბულგარეთის ნაკრებს ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა, როდესაც სტოიჩკოვმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო მატჩი ინგლისის წინააღმდეგ (1:1) ჩაატარა.
„ჩვენ ესპანეთთან თურქეთზე უკეთ ვითამაშეთ, რადგან მხოლოდ სამი ბურთი გავუშვით, თურქეთმა კი – ექვსი“, – მისთვის დამახასიათებელი ირონიით განაცხადა სტოიჩკოვმა ბულგარეთის ნაკრების ბოლო შედეგების კომენტარისას.