სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო უწყებაში დაასაქმეს
სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო უწყებაში დაასაქმეს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო უწყებაში დაასაქმეს. ის რუსეთ-აშშ-ის ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს. სიგალის მიზანი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ჰუმანიტარული კავშირების გამყარება იქნება. მათ შორის კულტურის, ხელოვნების, საზოგადოებრივ და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების განვითარებაში. როგორც კრემლში განმარტეს, ამერიკელი მსახიობი ამ თანამდებობაზე ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. ის ასევე გახლავთ აშშ-ისა და სერბეთის მოქალაქეც.