სტივენ ჯერარდი ყველა დროის ყველაზე გადაფასებულ ფეხბურთელად დაასახელეს
„ლივერპულის“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი სათავეში ჩაუდგა ყველა დროის ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელების რეიტინგს, რომელიც ვებგვერდმა Ace Football-მა შეადგინა. იტყობინებიან, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ექვსი ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მთელი ევროპიდან. თითოეულ გამოკითხულს რამდენიმე ფეხბურთელის დასახელება შეეძლო.
რეიტინგის ტოპ-ათეულში მოხვდნენ:
- სტივენ ჯერარდი – 23,5%
- პოლ პოგბა – 22%
- პელე – 20%
- კილიან მბაპე – 19%
- დიეგო მარადონა – 18%
- რაიან გიგზი – 16%
- მოჰამედ სალაჰი – 15,5%
- დევიდ ბექჰემი – 15%
- კრიშტიანო რონალდო – 14%
- ლიონელ მესი – 13%