სტივენ ჯერარდი ყველა დროის ყველაზე გადაფასებულ ფეხბურთელად დაასახელეს

19:24, 13.10.2020

„ლივერპულის“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი სათავეში ჩაუდგა ყველა დროის ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელების რეიტინგს, რომელიც ვებგვერდმა Ace Football-მა შეადგინა. იტყობინებიან, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ექვსი ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მთელი ევროპიდან. თითოეულ გამოკითხულს რამდენიმე ფეხბურთელის დასახელება შეეძლო.

რეიტინგის ტოპ-ათეულში მოხვდნენ:

  1. სტივენ ჯერარდი – 23,5%
  2. პოლ პოგბა – 22%
  3. პელე – 20%
  4. კილიან მბაპე – 19%
  5. დიეგო მარადონა – 18%
  6. რაიან გიგზი – 16%
  7. მოჰამედ სალაჰი – 15,5%
  8. დევიდ ბექჰემი – 15%
  9. კრიშტიანო რონალდო – 14%
  10. ლიონელ მესი – 13%

მსგავსი