სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს

ბრიტანელი ფიზიკოზი სტივენ ჰოკინგი მეცნიერთა ჯგუფს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს; აღმოჩენას, რომლითაც პირდაპირ დადასტურდა აინშტაინის ერთ-ერთი ყველაზე თამამი წინასწარმეტყველება.

გრავიტაციული ტალღები ლაზერ-ინტერფერომეტრ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა. ეს ტალღები სამყაროში ჭავლურად მოძრაობს და კოსმოსურ დრო-სივრცეს არხევს.

ფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წლით მდებარო ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები დაიჭირა.

სტივენ ჰოკინგმა მილოცვა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ LIGO-ს ჯგუფს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას. საქმე გვაქვს მინიმუნ ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის აღმოჩენასთან, როგორიც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო. ეს ამ ტალღების პირველი გამოვლინებაა და ისინი ორი შავი ხვრელის შეჯახებისა და შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. უკვე ამის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტ აღმოჩენას უნდა ველოდოთ, რაც კიდევ მეტად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს სამყარო.

აღნიშნული ექსპერიმენტული დაკვირვება სრულ თანხმობაში მოდის შავ ხვრელებთან დაკავშირებით 1970-იან წლებში ჩემ მიერ ჩატარებულ თეორიულ კვლევებთან. მთელი სიცოცხლე შევალიე, რათა რაღაც წვლილი მაინც შემეტანა სამყაროს ჩვენეულ გაგებაში. ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ როგორ ხდება ის, რაც მე 40 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მაგალითად, შავი ხვრელების არეების განსაზღვრა და სხვა უნიკალური თეორემების დამტკიცება ჩემს სიცოცხლეშივე მოხდებოდა“, — წერს ჰოკინგი.

გრავიტაციული ტალღების არსებობა 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიაში იწინასწარმეტყველა, თუმცა მისი აღმოჩენა დღემდე ვერ ხერხდებოდა.

მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების დაჭერა უკვე შერაცხეს საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად.

გრავიტაციული ტალღების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს მეტი შეიტყონ სამყაროს ადრეული პერიოდის შესახებ და ასევე, გაუადვილებს შეისწავლონ სამყაროს ჯერ კიდევ დამალული ადგილები.

წყარო: The Independent

დატოვე კომენტარი